უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air აბუდაბიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენების განაახლებს.
ფრენები ოქტომბრიდან განახლდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიამ რუსეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. როგორც Reuters წერს Wizz Air Abu Dhabi ოპერირებას 3 ოქტომბრიდან განაახლებს და ბილეთის ფასი 98 დოლარიდან დაიწყება.
აღსანიშნია, რომ 2021 წლის ბოლოს Wizz air აბუდაბიმ ქუთაისიდანაც დაიწყო ფრენები.