მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმისა და ავიაინდუსტრიაში განსაკუთრებით წარმატებულ წელს ველოდებით - ქვრივიშვილი

644a2572b1d01
ინგა მურუსიძე
27.04.23 11:32
651
მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. დღეს გაცხადდა, რომ Wizz Air ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას დაამატებს.

„ძალიან სასიხარულოა და საამაყოა ის, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი და მოთხოვნა კვლავ მზარდია. ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დადებითი დინამიკით ფაქტობრივად სრულად დაუბრუნდა პოსტ-პანდემიურ მაჩვენებელს. ტურისტული მიმართულებით დივერსიფიკაცია დადებითი მიმართულებით გრძელდება. ვხედავთ, რომ ევროპელი ტურისტების წილი მზარდია და რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელოვანია გამოვყოთ ავიაციის როლი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის გაძლიერებაში.

მოხარული და ამაყები ვართ, რომ ის მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი გუნდი ავიაკომპანია „ვიზეართან“ აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ და კიდევ ძლიერდება. ჩვენი მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ისევე, როგორც წლის ბოლოს, არის დადებითი. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.