მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამოცანა და მისიაა, რომ 2024 წლის მაისში თელავის აეროპორტში პირველი ფრენა მივიღოთ - ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ამოცანა და მისია არის, რომ 2024 წლის მაისში ჩვენ შევძლოთ და პირველი ფრენა მივიღოთ თელავის აეროპორტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თელავის აეროპორტის ფაქტობრივი სამუშაოების დასაწყებად პროცესი უკვე მიმდინარეობს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტზე, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი პროცესი, იმისთვის, რომ ფაქტობრივი სამუშაოები ძალიან სწრაფად დავიწყოთ. ამოცანა და მისია არის, რომ 2024 წლის მაისში ჩვენ შევძლოთ და პირველი ფრენა მივიღოთ თელავის აეროპორტში. თელავის აეროპორტს დავაკავშირებთ ყველა შიდა აეროპორტთან, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ შიდა მობილობის ზრდას. გვექნება შიდა ფრენები, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს სუბსიდირებას, იმისთვის, რომ ბილეთები იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. პროექტი ისტორიულია და ეს იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კახეთის ტურისტული სექტორისთვის”, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინსა და პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები