გასულ წელს, საქართველოში ავიაკომპანიების რიცხვი 25%-ით გაიზარდა, ხოლო ავიარეისების 23%-ით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნიდან 108 პირდაპირი ავიარეისი სრულდება, მათგან 66 ევროპული მიმართულებაა.
"მე, ძალიან ამაყი ვარ, რომ 2023 წელი იყო ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის ავიაციის მიმართულებით, როცა ჩვენ შევძელით და შემოვიყვანეთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი, 9 ავიაკომპანია. შედეგად, ჩვენ მივიღეთ 21 ახალი მიმართულება, საიდანაც გამოვყოფდი, რომ 6 არის ევროპული. სწორედ აღნიშნულმა დინამიკამ და სიხშირეების ზრდამ განაპირობა ის, რომ ავიაციის სექტორში თითოეული მნიშვნელოვანი ინდიკატორი გაუმჯობესებულია. თუ კი ჩენს ქვეყანაში 108 მიმართულებით ხდება პირდაპირი ფრენების ოპერირება 66 ევროპული მიმართულებაა. ასევე, გაზიარდა ავიაკომპანიების რაოდენობა 25%-ით და სიხშირეები 23%-ით. ანუ გაიზარდა გამტარუნარიანობა და მგზავრთნაკადი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელიც წარმატებით დაიწყო და უკვე დასრულებულია მოლაპარაკება ავსტრიის ავიახაზებთან, რომელიც ვენიდან თბილისის მიმართულებით წელსვე დაიწყებს ოპერირებას. ხოლო, მეორე ავიაკომპანია "ტრანსავიაა", რომელიც თბილისი - ამსტერდამის - თბილისის მიმართულებით აპრილის ბოლოდან იფრენს.