მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anonymous-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

anon

ჰაკერთა უდიდესი გლობალური დაჯგუფება Anonymous-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ის საშუალებით ეხმიანება. "ტვიტში" "ანონიმუსი" რუსული კანონის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

"საქართველოში დემოკრატიისთვის მძიმე დღეა.

საქართველოს პარლამენტში კრემლის მარიონეტებმა "უცხოელი აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დაუჭირეს მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დასახევი გზა აღარაა.

ეს კანონი, რომელიც რუსული კანონის მიხედვითაა შედგენილი, ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებას სთხოვს. აღნიშნული საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის თავისუფლებას, რაც მიგვიყვანს გაზრდილ კონტროლთან, სტიგმატიზაციასა და განსხვავებული აზრის პოტენციურ დევნასთან.

კანონმა ასევე, შესაძლოა, შეაჩეროს საერთაშორისო დაფინანსება და გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება გლობალური საზოგადოებისგან", - წერს ანონიმუსი.

ანონიმუსი X-ით ქართველ ხალხსაც მიმართავს.

"თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის, კეთილდღეობისთვის და საქართველოს ნათელი მომავლისთვის ფუჭად არ ჩაივლის. ვერც კრემლის მარიონეტები პარლამენტში და ვერც პუტინის მცდელობები, გადააქციოს საქართველო რუსეთის სატელიტად, ამას ვერ შეცვლიან!" - წერს ანონიმუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები