მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ANOVA-ს გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო

600715198fdac
მარიამ ადამია
19.01.21 23:20
618
კვლევითი კომპანია ANOVA-ს მონაცემებით, გამოკითხულ რესპონდენტთა 49% თვლის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ასევე დიდი ნაწილი - 48% ფიქრობს, რომ
ქვეყანაში არც შემდეგი 6 თვის მანძილზე იქნება ხელსაყრელი ბიზნეს გარემო.

ქვეყანაში არსებული ფინანსური სიტუაციისა და ბიზნეს გარემოს მიმართ რესპონდენტთა დამოკიდებულების გასაგებად, კვლევითმა კომპანიამ მათ სთხოვა რამდენიმე საკითხის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შედეგად კი, გამოკითხულ რესპონდენტთა 76%-ის აზრით, ქვეყანაში, ამჟამად დასაქმების თვალსაზრისით არ არის კარგი მდგომარეობა და 52% მომავალშიც პესიმისტურად უყურებს ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება მომავალი 5 წლის პერიოდის მოლოდინებს, გამოკითხულთა 34% ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი პერიოდი დადგება, მაშინ როდესაც 29%-ის აზრით, საშუალო პერიოდი გველის.

ცნობისთვის: მარკეტინგული კვლევითი კომპანია ANOVA-ს კვლევაში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 286 ადამიანი თბილისში ცხოვრობს, ხოლო 304 - სხვა რეგიონში. რაც შეეხება ასაკის მიხედვით გადანაწილებას, კვლევაში მონაწილეობდა ყველა ასაკის კატეგორიაში შემავალი ადამიანი. გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს კი 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები წარმოადგენენ. ასევე, გამოკითხულთა 40%-ს წარმოადგენდნენ კაცები, 60% ქალები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის განწყობის გამოვლენა კორონავირუსისა და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები