მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირმა დაუშვილი: ბიზნესისთვის არასტაბილურ გარემოს ქმნის მუდმივად ძახილი - „ომი გინდათ“?!

641da74a0916c
თელარა გელანტია
26.03.23 19:40
568
კომპანია Dio-ს დამფუძნებელ ირმა დაუშვილის აზრით, არასტაბილური პოლიტიკური გარემო ქვეყნის ბიზნესგარემოზე ნეგატიურად აისახება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მუდმივად იმის ძახილი, რომ „ომი გინდათ?!“ - არასტაბილურ გარემოს ქმნის, რაც ჩვენთვის შემაფერხებელია; ამ ვითარებაში ინვესტორი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ინვესტიცია ჩადოს სტაბილურ ქვეყანაში, რადგან სტაბილურობა განსაზღვრავს მოგებას და ბიზნესის განვითარების უფრო სწორ დანახვას;

როდესაც არაა სტაბილურობა, ძალიან რთულია მიიღო ინვესტირების გადაწყვეტილება. ჩვენ - ქართველ ბიზნესმენებს შეიძლება გვამოძრავებს პატრიოტიზმიც და მაინც ვაკეთებთ ინვესტიციას ჩვენივე ქვეყანაში, მაგრამ უცხოელი ინვესტორი ამას ასე არ უყურებს. ის ზუსტად თვლის თავის მოგებას და ინვესტირებასაც იმ ქვეყანაში გადაწყვეტს, სადაც უფრო მეტად იქნება დარწმუნებული, რომ იქნება მოგებიანი და რისკი - ნაკლები“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები