„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ეს <რუსული> კანონი იწვევს ასეთ დაპრისპირებას, ვფიქრობ, დაფიქრებაა საჭირო“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ბიზნესმენმა, ირმა დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „რუსული კანონის“ გამო, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განაცხადა.
ირმა დაუშვილი დასასვენებელ კომპლექს "ნუნისის" დამფუძნებელი და ასევე, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტიორია.
ბიზნესმენის აზრით, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს ქვეყნის წინაშე, ამიტომ „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიონ.
„მით უმეტეს, როცა საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ არის სასარგებლო, როცა ქვეყანაში ახალგაზრდების, მოქალაქეების პროტესტია და ისიც კარგად გვესმის, როგორ არის დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკა ინვესტიციებზე, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლამდე ძალიან კარგად სწავლობენ არსებულ ვითარებას, მიმაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.
ბიზნესმენის ვარაუდით, მმართველ პარტიას არ ეგონა, რომ ქვეყანაში „რუსული კანონის“ მიღებას ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა.
ირმა დაუშვილს არც „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების ლოგიკა ესმის ბოლომდე, მაგრამ ფიქრობს, რომ ხელისუფლების მოტივაცია „ძალაუფლების განმტკიცებაა“.
„ძალაუფლების განმტკიცების სურვილი - ვფიქრობ, ამით აიხსნება ამ კანონის ისევ შემობრუნება... ალბათ ჩვენი უშიშროების სამსახური კარგად მუშაობს და აგენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებები ჩაიდინოს. უბრალოდ, ამ კანონით, ჩემი თვალთახედვით, შეიზღუდება განსხვავებუული აზრი ქვეყანაში, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვიცით, რომ სასამართლო სისტემა არაა სრულყოფილი და ძალიან ძნელია ნებისმიერმა ადამიამა, შეგნებული თუ უნებლიე გადაცდომების შემთხვევაში, თავი დაიცვას. ასევე, მეორეჯერ <რუსული> კანონის შემობრუნება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მით უმეტეს, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა ცუდი პოზიცია, მას თავისი მომხრეები ჰყავს, ეს უნდა ვაღიაროთ. მგონია, რომ ასეთი წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდნენ ახალგაზრდებისგან“, - განაცხადა ბიზნესმენმა ირმა დაუშვილმა.