მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფომ ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შეუქმნას“ - ნინო მენთეშაშვილი

64403268ed9fd
თელარა გელანტია
19.04.23 23:00
913
„სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში ძირითად დოვლათს ბიზნესი ქმნის“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის.

„სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია არის, იზრუნოს ადამიანების უსაფრთხოებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე, - ყველა სხვა სიკეთეს ბიზნესი ქმნის .

ამდენად, სახელმწიფოსთვის მთავარი დასაყრდენი ძალა და პარტნიორი უნდა იყოს ბიზნესი და ხელისუფლება არ უნდა უყურებდეს ბიზნესს, როგორც სხვა სუბიექტს ან სტრუქტურას, რომელსაც შეიძლება ებრძოლოს და ფუნქციონირებისთვის ხელოვნური ბარიერები შეუქმნას.

სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ იქ, სადაც ბიზნესი კარგად არის განვითარებული, მოქალაქეები არიან დასაქმებულები, ჯანდაცვის სერვისები ბევრად ხარისხიანი და ხელმისაწვდომია და ჯამში, რაც მეტი დოვლათია ქვეყანაში, მით მეტად მაღალია ადამიანების კეთილდღეობა“, - თქვა ნინო მენთეშაშვილმა.

კითხვაზე - „რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში“ - FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა აქცენტი სახელმწიფო საწარმოებზე გააკეთა.

„ამ ქვეყანაში ბევრ რამეს უნდა დაესვას წერტილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები, რომლებიც კერძო კომპანიებს აფერხებენ, აზიანებენ ბიზნესგარემოს, რადგან ბიზნესს კონკურენტად ჰყავს 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმო, რომელიც გარკვეულწილად მაინც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და შესაბამისად, ირღვევა მთავარი პრინციპი, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას და თანაბარ პირობებს გულისხმობს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები