მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტალ როგანის დასანქცირება არის პერსონალური შურისძიების აქტი - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სიიარტო

აშშ-მა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელს ანტალ როგანს სანქციები დაუწესა. უნგრელ მაღალჩინოსანი კორუფციულ სქემებში მონაწილეობისთვის დაასანქცირეს.

როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაახლოებული პირია და მის ოფისს ხელმძღვანელობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის საკუთარ თანამდებობას ფინანსური გამორჩენისთვის იყენებდა. სანქციების დაწესების გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს არის უნგრეთში აშშ-ის ელჩის დევიდ პრესმანის პირადი ვენდეტა.

"ეს არის პერსონალური შურისძიება აშშ-ის წარუმატებელი ადმინისტრაციის მიერ უნგრეთში გამოგზავნილი ელჩის, რომელიც ახლა ქვეყანას ტოვებს ყოველგვარი წარმატებისა და სახელის გარეშე. საბედნიეროდ, სულ რამდენიმე დღეში აშშ-ს სათავეში ჩაუდგება ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ხედავს არა მტრად არამედ მეგობრად", - აცხადებს სიიარტო.

უნგრელი მაღალჩინოსანი უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სიაში შეიყვანეს მაგნიტსკის გლობალური აქტის შესაბამისად. ამ აქტს აშშ ადამიანის უფლებების მძიმე დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების წინააღმდეგ იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები