მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიდემოკრატიული ქმედებები და ნეგატიური რიტორიკა" - მიზეზები, რომელთა გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძის მიწვევა გააუქმა

საქართველოს დროშა აშშ-ის დროშა

აშშ-ის საელჩო განმარტავს მიზეზს, რის გამოც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა. როგორც bm.ge-ის საელჩოში განუცხადეს, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და ნეგატიურ რიტორიკას უკავშირდება.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე“, — განუცხადეს bm.ge-ის აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, დღეს, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე ჯო ბაიდენი უმასპინძლებს. როგორც თავდაპირველად „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. აღნიშნული მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები