მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი აშშ-ის საელჩოს INL-ის დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

აშშ-ის საელჩო
17.04.25 17:50
315

2025 წლის 17 აპრილს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, ჯეიმი შაფელბარგერს და იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს, ჩარლზ შმიცს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

"შეხვედრისას განხილულ იქნა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა“ და „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები