მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ყველა იმ შემთხვევას შეისწავლის, სადაც ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების ერთი ცენტი მაინც ექნებათ მიღებული - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ინიციირებული FARA-ს ანალოგი კანონპროექტის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიურო ყველა შემთხვევას შეისწავლის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, მათ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონის” თანახმად, ორგანიზაციას ან კომპანიას, რომელსაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება ჰქონდა, ვალდებული იყო, რომ მისი ფინანსები საჯარო გაეხადა. რაც შეეხება ამერიკულ FARA-ს, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას საერთაშორისო დაფინანსებას ერთი ცენტს მაინც იღებს, სახელმწიფო შეისწავლის საქმეს და თუ კომპანია უცხოური ინტერესების გამტარებელია, ამ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, რომ ფინანსები გაასაჯაროოს.

“ჩვენი მოქმედი "გამჭვირვალობის კანონის" მიხედვით, თუ ორგანიზაცია 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებს, მან ფინანსები საჯარო უნდა გახადოს. ეს იყო მარტივი კრიტერიუმი. მეორე ამერიკული მიდგომაა, რომ “გაქვს ერთი ცენტი მაინც უცხოური დაფინანსება? - შევისწავლით ატარებ თუ არა დამკვეთის ინტერესს". თუ ინტერესს ატარებ, მაშინ ვალდებულება გექნება, რომ დარეგისტრირდე. ანუ ერთი არის ავტომატური გამჭვირვალობა ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც 20%-ზე მეტ საერთაშორისო დაფინანსებას იღებს, რომელიც მოქმედი კანონია და ამას "რუსული კანონი" უწოდეს და მეორეა, ამერიკული მიდგომა, რომ ერთი ცენტიც თუ გაქვს უცხოურ დაფინანსებას, მაშინ საჯარო უნდა გახადო. ამიტომ, ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და ყოველ შემთხვევასთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ NGO-ებს მიღებული კანონი არ მოსწონთ, ამ შემთხვევაში მათ იციან სადაც არის ამერიკის საელჩო და შეუძლიათ მათ მიმართონ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პარლამენტმა 4 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები