ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკაში რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ადამიანი შეცვალა, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა.
კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.
ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაიწყოს.