მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AP-მა მისი ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტთან წვდომის შეზღუდვის გამო ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლა

ტრამპი

სააგენტო Associated Press-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროს თანაშემწეებს, თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამო, სასამართლოში უჩივლა.

საქმე ისაა, რომ თეთრმა სახლმა მედიასაშუალების ჟურნალისტებს წვდომა შეუზღუდა პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, რადგან სააგენტო „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

სარჩელი, რომელიც შეტანილია აშშ-ს რაიონულ სასამართლოში, ვაშინგტონში, ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, მათ შორის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები