ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე გააკეთა.
საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ დაწერა, რომ საარჩევნო უბანზე ორი ბიულეტენი მიაწოდეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი“, - განმარტა ცესკოს პრესსპიკერმა.