ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შოვის სტიქიის არეალზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის სტიქიის ტერიტორიასთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციების დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია. თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ დამტკიცებული შოვის გენგეგმა იურიდიულად აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობებს არ კრძალავს.
Bm.ge-ის კითხვაზე - აპირებს თუ არა მთავრობა შოვის გენგეგმის გაუქმებას, მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პროცესი სრულად არის შეფასებული, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. თუმცა დღეს დასკვნა ამბობს, რომ იქ არის გარკვეული საფრთხეები, შესაბამისად იქ რაიმე ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის დაშვებული“.
შოვის გენგეგმა უნდა გაუქმდეს - ნინო ჩხობაძე
შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.