მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აპირებთ თუ არა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი 500 000 ლარამდე გაზარდოთ?“ - დეპუტატი მინისტრს

60c35f1809960
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 17:33
1575
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნონა მამულაშვილმა დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფარგლებში კითხვა დაუსვა, რომელიც კრიზისულ პერიოდში, ლარის გაუფასურების ფონზე ბიზნესის ხელშეწყობას შეეხებოდა.

დეპუტატი სხვა საკითხებთან ერთად დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ბიზნესისთვის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისთვის დაწესებული ზღვრის 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაზრდა. დღეს არსებული კანონმდებლობით საწარმო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდება თუ მისი ბრუნვა 12 თვის განმავლობაში 100 ათას ლარს აჭარბებს.

„ILO-ს მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის მაჩვენებლით პირველ ათეულშია, ბოლო 15 წლის განმავლობაში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელზე 7.7%-ია, მაშინ როდესაც ბიზნესის ხელშეწყობაზე გველაპარაკებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყვითელ დერეფანში ტვირთების გადამისამართება 100%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიებს დღგ-ს გადახდა მომენტალურად უწევთ. როგორ ავხსნით ამ თემას, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და იმის საფრთხე იყო, რომ პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დეფიციტი შექმნილიყო?

ასევე ლარის კურსი გაუფასურდა, ამიტომ დაკარგა ეფექტი იმ 100 000 დღგ-ს შეღავათმა, რაც არსებობს, აპირებთ თუ არა, რომ ბიზნესს გაუკეთოთ შეღავათი და ეს თანხა 500 000-მდე მაინც აიყვანოთ, რითიც ნამდვილად შეუმსუბუქებდით ბიზნესს ყოფას?

კიდევ ერთი კითხვა შეეხება შემოსავლების სამსახურს, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტს. 9 ივნისს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო, შემოსავლების სამსახურმა დაჩქარებული წესით მიმართა სასამართლოს, რომ ჩემი ოჯახის წევრის წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი საქმე, ძალიან უცნაური დამთხვევაა“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები