მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ახალ iPhone 16-ს ოფიციალურად 9 სექტემბერს წარადგენს

16

Apple ახალი iPhone 16-ის წარდგენის ოფიციალურ ღონისძიებას 9 სექტემბერს გამართავს.

საერთაშორისო მედია აანონსებს, რომ ღონისძიებაზე მთავარი განაცხადი, იქნება iPhone 16 და iPhone 16 Pro-ს წარდგენა.

ორშაბათს, 9 სექტემბერს, ტექნიკური გიგანტი Apple მასპინძლობს სპეციალურ ღონისძიებას, ჰეშტეგით - It"s Glowtime.

ღონისძიება სტივ ჯობსის თეატრში გაიმართება და გადაიცემა ონლაინ რეჟიმში.

მედიის მოლოდინია, რომ ტექნიკის გარდა, Apple ღონისძიებაზე ასევე დააანონსებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შემდეგ თარიღებს. ეს მოიცავს: iOS 18, iPadOS 18, tvOS 18, watchOS 11, visionOS 2 და macOS Sequoia.

ახალი მოდელის ფერებია: ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, თეთრი და შავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები