მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple COVID-19-ის ტესტების წარმოებისთვის $10 მილიონს გამოყოფს

5eb560f48f5f1
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 18:40
856
Apple COPAN Diagnostics-სთვის, რომლიც COVID-19-ის ტესტირებისთვის, ცხვირიდან ნიმუშების ასაღებ სპეციალურ ჩხირებს აწარმოებს, 10 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია Apple-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

დაფინანსება ნიმუშების შესაგროვებლად საჭირო სხვა მასალების დამზადებასაც მოხმარდება, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ივლისის დასაწყისიდან, მოცემული ხელსაწყოების წარმოება თითოეულ კვირაში მილიონამდე გაზარდოს.

"ჩვენ ვგრძნობთ ღრმა პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმისთვის, რომ დავეხმაროთ პანდემიასთან მებრძოლ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამით მხარს ვუჭერთ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალურ ძალისხმევას", - აცხადებს Apple-ის წარმომადგენელი ჯეფ უილიამსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები