მსოფლიოში ცნობილი სმარტფონები მწარმოებელი კომპანია Apple-ი აშშ-ში კვირის ბოლომდე 100 მაღაზიას გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაღაზიების უმრავლესობა განსხვავებული რეჟიმით განაახლებს ოპერირებას და მომხმარებელს წინასწარ მოუწევს მაღაზიაში ვიზიტის დაგეგმვა. მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი მოდელი ონლაინ და შემდეგ ეწვიონ მაღაზიას.
CNN-ის მიხედვით, Apple-ის მხოლოდ 40-მდე მაღაზია მიიღებს „გამვლელ მომხმარებლებს“ და ეს მაღაზიები განლაგებულია არიზონაში, კალიფორნიაში, ჯორჯიაში, ნევადაში, სამხრეთ კალიფორნიაში, ტეხასსა და ვირჯინიაში.
კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლი კორონავირუსის პრევნეციასთან დაკავშირებით გავრცელდება Apple-ის ყველა მაღაზიაზე, რომლის მიხედვით, მაღაზიაში შესვლამდე ყველა მომხმარებელს ჩაუტარდება ტემპერატურის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ როგორც მომხმარებელი ასევე მაღაზიის პერსონალი უნდა ატარებდეს პირბადეს.
Apple-ის განცახდებით, კომპანია მაღაზიებში მომხმარებელს ლიმიტირებული რაოდენობით შესვლის უფლებას მისცემს.