ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Nvidia-ს გადაასწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიბრუნა. არსებული ინფორმაციით, iPhone-ის მწარმოებელმა ნახევარგამტარების გიგანტს 2025 წლის აპრილის შემდეგ პირველად გადაუსწრო. ბოლო სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ Apple-ის შეფასებამ $4.94 ტრილიონს მიაღწია, Nvidia-ს კაპიტალიზაცია კი 5%-ით, $4.75 ტრილიონამდე შემცირდა.
განმარტებისთვის, Nvidia-ს შეფასების შემცირება OpenAI-სთან დაანონსებულმა ახალმა შესაძლო პარტნიორობამ, ასევე Sandisk-ის აქციების მკვეთრმა ვარდნამ და ჩინურ ბაზარზე ახალი AI ჩიპის გამოჩენამ გამოიწვია.
რაც შეეხება Apple-ს, ის ბოლო 7 თვეა ზრდას ჩვეულებრივი ტემპით აგრძელებს და Nvidia-ს შუა სესიის დროს ივლისი აქამდეც გადაუსწრო. შესაბამისად, ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ტექ-გიგანტმა ისტორიული პოზიციის დაბრუნება შეძლო.
სიცხადისთვის, 2026 წელს Apple-ის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა. ინვესტორები განსაკუთრებით აფასებენ კალიფორნიული გიგანტის სტრატეგიას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაცვლად სიმძლავრეების სხვა გიგანტებისაგან აღებას ეფუძნება და გამორიცხავს დიდ და რისკიან კაპიტალურ დანახარჯებს.
ცნობისთვის, Nvidia-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია 2025 წლის ივნისიდან დაიკავა, როდესაც მან Microsoft-ს გადაასწრო.




























