ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აქვს, რაც iPhone 17-სერიის გლობალური წარმატებით არის განპირობებული.
როგორც კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, მე-17 სერია 14%-ით უფრო სწრაფად იყიდება ჩინეთში, ვიდრე წინა სერია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი iPhone 17 გაცილებით უფრო მოთხოვნადი და საინტერესო პროდუქტია, ვიდრე iPhone 16 იყო.
ამასთან, გაზრდილია გაყიდვების სტატისტიკა აშშ-ის ბაზარზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება iPhone 17 Pro-ს მიმართ, რომელსაც წელს ახალი დიზაინი, გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობები და გაძლიერებული კამერები აქვს.
მართალია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წელს Apple-ს არსებითი პროგრესი ჯერ არ ჰქონია, თუმცა მისი მოწყობილობების მიმართ მოთხოვნა მაინც იმდენად მაღალია, რომ ინვესტორებს Apple Intelligence-ის ჩამორჩენა დიდად არ ადარდებთ.
მოსალოდნელზე უკეთესი გაყიდვების ფონზე, გუშინ Apple-ის აქციების შეფასება 4%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ $3.9 ტრილიონს მიაღწია - ამ შედეგით მან Microsoft-ს გადაუსწრო და რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი კომპანია წლის ბოლომდე AI-ის დანერგვას წარმატებით შეძლებს, მაშინ ის მარტივად მოახერხებს $4-ტრილიონიანი ნიშნულის დაძლევას და ახალი რეკორდის დამყარებას.




























