მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის და Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1,5 ტრილიონს აჭარბებს

5ee3557c26759
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 22:40
1299
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Apple და Microsoft გახდნენ პირველი კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციამ $1,5 ტრილიონს გადააჭარბა.

წინა დღეებში NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, Apple-ის აქციის ფასმა $352 შეადგინა, ხოლო Microsoft-ის ერთი აქციის ფასი $196-ს გაუტოლდა.

პარალელურად გაიზარდა სხვა ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაციაც - Amazon-ის საბაზრო მოცულობამ სავაჭრო დღის ბოლოს 1,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო Alphabet-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო თვეებში, პანდემიის ფონზე, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ინვესტორები შედარებით უსაფრთხო დაბანდებად და თანხის შესანახ კარგ საშუალებად მიიჩნევენ.

Amazon-ის ზრდას ხელი შეუწყო ჩვეულებრივი მაღაზიებისა და ვაჭრობის შეჩერებამ, რის ფონზეც ონლაინ ვაჭრობის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასაყვანად კი Microsoft-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები გახდა საჭირო, ხოლო Apple-ის აქციების ფასის ზრდა მომავალ თვეებში 5G-ის კავშირის მხარდაჭერით აღჭურვილ პირველი iPhone-ის დაგეგმილ წარდგენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები