მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის ელექტრომობილის გამოშვება მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდო

apple car

პლანეტის უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Apple-ის მიერ პირველი ელექტრომობილის გამოშვების გეგმა მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple Car-ის პროექტზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, თუმცა ათი წლის შემდეგაც კი, ელექტრომობილი მზად არ არის და უახლეს მომავალში მის გამოშვებასთან დაკავშირებით მოლოდინიც კი არ არსებობს.

პროექტის ასეთი გაჭიანურება ელექტრომობილის წარმოების კომპლექსურობით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ Apple-ს ისტორიაში პირველი თვითმართვადი ავტომობილის შექმნა სურდა, რომელსაც მძღოლი არასოდეს დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ავტოპილოტის ტექნოლოგია იმ ტემპით ვერ განვითარდა, რისი მოლოდინიც Apple-ში თავდაპირველად ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ავტოპილოტზე, რომელიც Apple-ის სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიის ლოგოს არ იმსახურებს, ამიტომაც ბაზარზე მის ჩაშვებას $3-ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტი არ გეგმავს.

სავარაუდოდ, Apple Car-ის დებიუტი იქამდე არ შედგება, სანამ ავტოპილოტის ფუნქციონალი 100%-ით მზად არ იქნება, რადგან Apple-ს ნახევრად მზა პროდუქტების გაყიდვა არ სჩვევია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.