მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

649d9214b2572
გიორგი არონია
30.06.23 17:40
1178

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. აღნიშნული ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ინვესტორების მხრიდან Apple-ის მენეჯმენტის მიმართ ნდობას და კომპანიის სტაბილურად დადებით ფინანსურ შედეგებს უკავშირდება. გასულ თორმეტ თვეში, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $710 მილიარდით, ანუ 30%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ უკავშირდება კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის მიმართ ბაზარზე არსებულ ნდობას. გასულ წელს, Apple-მა $394.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რასაც, ძირითადად, iPhone-ების გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს.

ამასთან, საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ანალიზის დროს გასათვალისწინებელ ფაქტებს შორისაა Apple-ის უახლესი პროდუქტი, $3500-დოლარიანი XR-სათვალე Vision Pro, რომლითაც კომპანიამ ვირტუალური, გაფართოებული და შერეული რეალობის ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ხელოვნური ინტელექტი და მის გარშემო არსებული ბუმი, რომლითაც Apple-ს პირდაპირ, ჯერჯერობით, არ უხეირია.

სამი ტრილიონი ძალიან დიდი რიცხვია, რომლის უკეთ აღსაქმელად, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ: Apple-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ზომით რიგით მეშვიდე სახელმწიფო იქნებოდა მსოფლიოში და ამით, ისეთ ქვეყნებს ჩამოიტოვებდა, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ბრაზილია, რუსეთი და სამხრეთ კორეა. Apple-ის კაპიტალიზაცია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის 11%-ის ტოლია. საქართველოს ეკონომიკასთან შედარება კიდევ უფრო განსაცვიფრებელია, რადგან Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ჩვენი ეკონომიკის ზომას 103-ჯერ აღემატება.

რეალურად, Apple-ის საბაზრო ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს შეადგენს. პარალელურად ამისა, ანალიტიკოსების პროგნოზით, Apple-ის აქციის ღირებულება და შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, წლებთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. 

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.