როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, Apple-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი თაობის ჭკვიანი საათების - Apple Watch Ultra 2-ის და Apple Watch Series 9-ის გაყიდვა შეწყვიტა, რაც აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო კომისიამ დაადგინა, რომ, შესაძლოა, ამ მოწყობილობებში სამედიცინო-ტექნოლოგიური კომპანია Masimo-ს ინტელექტუალური საკუთრება ყოფილიყო გამოყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურმა თეთრმა სახლმა ეს გადაწყვეტილება არ გააუქმა, Apple-ი მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ორ ტექნოლოგიურ კომპანიას შორის არსებული დავა სისხლში ჟანგბადის შემცველობის დამდგენ სენსორს უკავშირდება, რომლის ერთ-ერთ სახეობაზე პატენტს ამერიკული Masimo ფლობს და Apple-ის სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, ბრალდების საპასუხოდ Apple-მა Apple Watch-ის პროგრამული უზრუნველყოფა, WatchOS-ი განაახლა, რომლის შედეგად, როგორც კომპანიაში ამბობენ, პრობლემა აღმოიფხვრა. ტექნოლოგიური გადაწყვეტის ამსახველი დოკუმენტაცია Apple-მა შესამოწმებლად მარეგულირებელს წარუდგინა, რომელმაც გადაწყვეტილება 12 იანვარს უნდა გამოაცხადოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, აქსესუარების ბიზნესი, რომელშიც ჭკვიანი საათები და ყურსასმენები შედის, Apple-ისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რომლითაც, ყოველწლიურად, კომპანია დაახლოებით $17 მილიარდს აგენერირებს. ამ მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი კი, სწორედ Apple Watch Ultra 2-ზე და Apple Watch Series 9-ზე მოდის.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.