მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APPLE-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 80 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია და ამ შედეგით ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

Apple-ს თუ სახელმწიფოებს შევადარებთ, ის ეკონომიკის მოცულობით გლობალურ რეიტინგში მე-7 ადგილს დაიკავებს და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, კანადა, რუსეთი და სამხრეთ კორეა.

მიმდინარე წლის განმავლობაში Apple-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 58%-ითაა გაზრდილი და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს.

Apple-ის ასეთი შედეგები არა iPhone-ების და Macbook-ების გაყიდვებთან, არამედ ჯერ კიდევ არგამოსულ პროდუქტთან, Vision Pro-სთანაა დაკავშირებული, რომელმაც VR/XR ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია უნდა მოახდინოს. თავად ეს პროდუქტი გაყიდვაში მომავალი წლიდან ჩაეშვება, თუმცა ინვესტორები წინასწარ უკვე ემზადებიან Apple-ის ცხოვრებაში ახალი ეპოქის დასაწყებად.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.