მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა უმსხვილესი კომპანიის რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა

Apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის წოდება დაიბრუნა. მისი აქციების ღირებულება ერთ კვირაში თითქმის 10%-ით გაიზარდა, რის შედეგად, მან რეიტინგში NVIDIA-სა და Microsoft-ს გადაუსწრო.

ამჟამინდელი მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 290 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში Apple-ის დაწინაურება პირდაპირ კავშირშია WWDC24-ზე წარმოდგენილ მთავარ ტექნოლოგიურ სიახლესთან - ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც მალე Apple-ის ყველა პროდუქტში გამოჩნდება Apple Intelligence-ის სახით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები