მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის საბაზრო შეფასება რეკორდულად გაიზარდა

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და კომპანიის საბაზრო შეფასებამ 3 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც კორპორაციულ ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Apple-ის შეფასება 30%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

Apple-ის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის ფონზე, ანალიტიკოსები მესამე კვარტალში შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ. მათივე ვარაუდით, Apple-ის მოგება ამ პერიოდისთვის $24 მილიარდამდე გაიზრდება, რაც კომპანიის შეფასებაზე პოზიტიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები