მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის ტაივანური მიმწოდებელი, Quanta ვიეტნამში ახალ ქარხანას ააშენებს

644cef5cdd0bd
გიორგი არონია
30.04.23 00:30
767

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის ერთ-ერთი მიმწოდებელი ტაივანური კომპანია Quanta Computer-ი ვიეტნამში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters-ი ვიეტნამის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. ტაივანური კომპანიის ახალი ქარხანა ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში, "ნამ დინის" პროვინციაში აშენდება, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამრიგად, "ნამ დინის" ქარხანა MacBook-ების მწარმოებელი Quanta-სთვის რიგით მე-9 იქნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქარხანა 22.5 ჰექტრის მიწის ნაკვეთზე მოეწყობა, ხოლო ინვესტიციის მოცულობა $120 მილიონ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის გეტყვით, რომ Quanta Computer-ი საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, ამჟამად, $10.9 მილიარდს აღემატება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები