მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი $1-მილიარდიანი სარჩელის წინაშე დგას - კომპანიას დეველოპერები უჩივიან

64c0dbd0ef594
გიორგი არონია
26.07.23 13:07
1438

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი $1-მილიარდიანი სასამართლო სარჩელის წინაშე დგას, რომელიც 1500-ზე მეტმა დეველოპერმა კომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს კონკურენციის ტრიბუნალში შეიტანა. სარჩელი Apple-ის სერვისული ბიზნესის პოლიტიკას, უფრო კონკრეტულად კი App Store-ზე არსებულ საკომისიო გადასახადს ეხება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში 15-30%-ის შუალედში მერყეობს.

აღნიშნული ბრალდება არახალია, მეტიც - Apple-ის მარკეტფლეისში არსებული საკომისიო გადასახადების ავკარგიანობას ბევრი ქვეყნის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი იკვლევს. პარალელურად ამისა, რეკორდულად იზრდება Apple-ის სერვისული ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც, ბოლო დროს, კვარტალში $20 მილიარდის ფარგლებში დასტაბილურდა. თავად ამ ფაქტს კი, iPhone-ებისა და iPad-ების ფართო გავრცელება განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები