მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის ცნობით, 2023 წელს MacBook-ებზე მოთხოვნა შემცირდა

apple

ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის ტოპ-ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუოს თქმით, 2023 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ MacBook-ების გაყიდვების მაჩვენებლები 30%-ით, 17 მლნ ერთეულამდე, დაიკლებს.

მისი თქმით, ბრენდის ახალ, 15-ინჩიან ლეპტოპზე, Macbook Air, მოთხოვნა შესამჩნევად შემცირებულია, და წლის IV კვარტალში ის კომპანიისათვის, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდულ მინიმუმს მიაღწევს. წლის ბოლო მეოთხედი, როგორც წესი, ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, მათ შორის Apple-სთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს, სხვადასხვა დღესასწაულის თუ საშობაო საყიდლების გამო, გაყიდვები განსაკუთრებით მაღალია.

18 ოქტომბრის მონაცემებით, Apple-ის წილები ბაზარზე ~1%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსის განცხადებით, ლეპტოპებზე მოთხოვნა, ნაწილობრივ, დისტანციურად/სახლიდან მომუშავე მომხმარებლების მხრიდან შემცირდა, ისევე როგორც “შემცირებადი მიმართვის” გამო, რაც Apple-ის მიერ სილიკონის გამოყენებას მოყვა.

კუო ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია მეოთხე კვარტალში ახალ პროდუქტებს არ გამოუშვებს, რაც Apple-ს ინვენტარის დაცლის საშუალებასა და მომავალი წლისთვის ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები