მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის ფასები გაზარდა

apple

კომპანია Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის სხვადასხვა მოდელზე ფასები ოფიციალურად გაზარდა. ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაზარზე მეხსიერებისა და მყარი დისკების მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, Apple-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული კომპონენტების დეფიციტის ფონზე, პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ირკვევა, ფასების მატება რამდენიმე წამყვან მოწყობილობას შეეხო. კერძოდ, საბაზისო MacBook Neo-ს ფასი $599-დან $699-მდე გაიზარდა, 512-გეგაბაიტიანი MacBook Air-ის ღირებულებამ $1099-ის ნაცვლად $1299 შეადგინა, ხოლო 1-ტერაბაიტიანი MacBook Pro-ს ფასი $1699-დან $1999-მდე გაიზარდა.

ცვლილებები შეეხო პლანშეტებსაც — 128-გეგაბაიტიანი iPad Air-ის ფასი $599-დან $749-მდე შეიცვალა, ხოლო iPad Pro 256GB ამჟამად $999-ის ნაცვლად $1199-ად იყიდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია სამომავლოდ ფასების დამატებით ზრდას არ გამორიცხავს.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს Apple-ის პროდუქციის გაყიდვების საშუალო ფასი 12%-ით გაიზრდება, მათ შორის, პროგნოზირებულია ახალი iPhone-ების გაძვირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები