მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-მა Siri-ის ფუნდამენტური განახლება კიდევ ერთხელ გადადო

siri

Apple-ის მოყვარულებისა და ინვესტორებისთვის მორიგი იმედგამაცრუებელი სიახლე გავრცელდა, როგორც ჩანს, Siri-ის ფუნდამენტური განახლება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას გულისხმობს, კიდევ ერთხელ გადაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2026 წლის დასაწყისისთვის სრულიად ახალ, უფრო გონიერ და AI-ზე ადაპტირებულ ასისტენტს გვპირდებოდა, უახლესი ცნობებით, პროცესი ისევ შეფერხდა და ფუნქციების დიდი ნაწილი წლის ბოლომდე ვერ იქნება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს კომპანიის მარკეტინგული კამპანიის მთავარი ქვაკუთხედი Apple Intelligence-ი უნდა ყოფილიყო, iPhone-ის მომხმარებლებს ისევ მოძველებულ და აწ უკვე ირელევანტურ ხმოვან ასისტენტთან მოუწევთ შეგუება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები