მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა Vision Pro-ს წარმოება 50%-ით შეამცირა

Apple

ამერიკულმა Apple-მა თავისი XR-სათვალის, Vision Pro-ს წარმოების მაჩვენებელი 50%-ით შეამცირა. როგორც ცნობილია, კომპანია 2024 წლის განმავლობაში ჯამში 400 ათასი ერთეულის გაყიდვას პროგნოზირებს, ნაცვლად თავდაპირველად მოსალოდნელი 800,000 ერთეულისა.

Vision Pro-ს ასეთ ჩავარდნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი მისი ფასია. აღნიშნული მოწყობილობა 3,500 დოლარი ღირს და თან ის არავის არაფერში სჭირდება.

გარდა ამისა, XR-სათვალე ზედმეტად მძიმე და არაკომფორტულია. მომხმარებლები იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, Vision Pro-ს გამოყენება იმდენად მტკივნეული ხდება, რომ ის ცრემლდენას და უძილობას იწვევს.

ცხადია, ამდენი პრობლემის ფონზე, 3,500 დოლარის გადახდა მომხმარებლებს აღარ სურთ, ამიტომ Vision Pro-ს გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა. ამ ეტაპზე XR-სათვალე Apple-ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პროდუქტად ითვლება და როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპანია ახალი სათვალის პროექტზე მუშაობის შეჩერებასაც კი განიხილავს.

Vision Pro-ს წარუმატებლობის ფონზე, პროდუქტის მარკეტინგის დირექტორი, ფრენკ კასანოვა თანამდებობას ტოვებს, ეს ადამიანი Apple-ში 36 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, როგორც ჩანს, Vision Pro-ს გაყიდვებს ვერც მისმა ცოდნამ და გამოცილებამ უშველა.