მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა

apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Appla-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს კვლავ გადაუსწრო და გლობალურ რეიტინგში ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა.

Apple-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 996 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი აქციის ფასი კი 193.77 დოლარია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 1.15%-ითაა გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი ზრდა 37.33%-ია.

რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანიის აქციების ღირებულება უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში 0.35%-ით შემცირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 63.76%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად 2 ტრილიონ 953 მილიარდ დოლარს უტოლდება. კომპანიის ერთი აქციის ფასი კი 397.34 დოლარით განისაზღვრება.

Apple-ის აქციების ფასის ზრდა კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ვირტუალური რეალობის (VR) ჰედსეტს, Vision Pro-ს უკავშირდება, რომლის გაყიდვაც 2 თებერვლიდან დაიწყება. პროდუქციის წინასწარი შეკვეთა კი, ოფიციალური საიტიდან 19 იანვრიდან არის შესაძლებელი და მისი ფასი 3 499 დოლარია.

ცნობისთვის, გასულ კვირას Microsoft-მა კაპიტალიზაციით Apple-ს გადაუსწრო და ის პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.