მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

APPLE, NVIDIA... – რომელი კომპანიების აქციებშია ინვესტირებული საპენსიო დანაზოგები?

NVIDIA

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.

მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი სამ პორტფელშია განაწილებული, რომელთა შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51.1% იყო, დაბალანსებულში - 30.5%, ხოლო კონსერვატიულში - 16.6%.

რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში აშშ-ზე 46.4%, ევროპაზე - 17.4%, აზიაზე - 17.3%, განვითარებად ბაზრებზე - 11.8%, ხოლო ლათინურ ამერიკაზე 7.1% მოდის.

წილის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია ასე გამოიყურება:

  • APPLE – 3.3%;
  • NVIDIA – 3.1%;
  • MICROSOFT – 2.9%;
  • AMAZON – 1.9%;
  • META – 1.2%;
  • TESLA - 1.1%
  • ALPHABET – 1%;
  • BROADCOM - 1%.
  • BERKSHIRE – 0.8%;
  • NU HOLDINGS – 0.7%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები