მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში 3 ელექტროსადგური ამოქმედდა - Galt & Taggart

ქარის ელექტროსადგური

აპრილის თვეში საქართველოში 3 ელექტროსადგური ამოქმედდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით. ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.

საინვესტიციო ბანკი არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.

სულხან პაპაშვილის ქარის სადგურმა მარტში 4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები