მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ბანკებში დეპოზიტების მოცულობა ₾533.7 მილიონით გაიზარდა

სებ

2024 წლის აპრილის ბოლოსათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია მარტის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1.15 მლრდ ლარით, ანუ 5.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.51%-ით გაიზარდა) გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 616.79 მლნ ლარით, ანუ 2.06%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.74%-ით).

მარტის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.27 პროცენტული პუნქტით) არის გაზრდილი და დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 51.75% შეადგინა.

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.07% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.90%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.96%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები