მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება შემცირდა - "თიბისი კაპიტალი"

ენგურჰესი

2024 წლის აპრილში, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1 086 გვტ.სთ შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.1%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული აპრილის მიმოხილვის - „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში“ მიხედვით, წლიურ ჭრილში თბოგენერაცია 24.7%-ით არის შემცირებული, ჰიგროგენერაცია - 12.1%-ით, ხოლო ქარის ენერგიის შემთხვევაში ელექტროენერგიის გამომუშავება - 10.3%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა 995 გვტ.სთ შეადგინა. მოხმარება საცალო სექტორში 2.4%-ით, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში 4%-ით გაიზარდა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება წლიურად 26.7%-ით შემცირდა.

„ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 4%-იანი შემცირება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი კლებითაა განპირობებული“, - ასე განმარტავენ „თიბისი კაპიტალში“ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ფაქტორებს.

მიმოხილვის მიხედვით, აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათის ღირებულება წლიურად 4%-ით, 5.71 აშშ. ცენტამდე გაიზარდა. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ზრდის მთავარი ფაქტორი კი 2024 წლის დასაწყისიდან თბოსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის გაძვირებაა.

„საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო და საზღვარგარეთ 58 გვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა. ძირითადი ბაზარი კი, კვლავ, თურქეთია“, - აღნიშნულია ელექტროენერგიის ბაზრის აპრილის თვის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები