მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ექსპორტის ფასების ინდექსი მცირედით გაიზარდა - საქსტატი

64686422846a1
ინგა მურუსიძე
20.05.23 11:05
966
იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 14.0 პროცენტიანი კლება, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებშია აღნიშნული.

ამასთან, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასები 15.4 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 14.0 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 88.8 პროცენტიანი კლება.

რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 3.3 პროცენტიანი კლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები