მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 4 682%-ით $313 მლნ-მდე გაიზარდა - 23 საექსპორტო ქვეყანა

ნავთობპროდუქტების ექსპორტი

საქართველოს მთავარი ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო საქონელი ნავთობპროდუქტებია.

იანვარ-აპრილში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 4 681.7%-ით გაიზარდა და ქვეყანამ ამ საქონლის გაყიდვით 313 მილიონ 150 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამგვარად, ნავთობპროდუქტებმა ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტში 20.2%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. მთლიან ექსპორტში კი ნავთობპროდუქტებზე 13.3%-იანი წილი მოდის და ეს საქონელი რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

აღსანიშნია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ბოლო კვარტალში გააქტიურდა. კერძოდ ნოემბერში ის 30.1 მილიონ დოლარს, დეკემბერში კი 31.9 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყულევში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას ემთხვევა.

გასული წლის შემდეგ ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თვეების მიხედვით, საქონლის გადაზიდვების დინამიკა ასეთია:

  • იანვარი - $56.1 მლნ, 145 ათასი ტონა;
  • თებერვალი - $31.8 მლნ, 68 436 ტონა;
  • მარტი - $112.6 მლნ, 147 883 ტონა;
  • აპრილი - $112.4 მლნ, 121 421 ტონა.

4 თვის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტები 23 ქვეყანაში იყიდება. მთავარი ექსპორტიორი კი დასავლეთ აფრიკის მცირე სახელმწიფო ტოგოა.

ქვეყნების რეიტინგი, სადაც საქართველო ნავთობპროდუქტებს ყიდის:

1. ტოგო

$96.8 მლნ

105,384 ტონა

2. თურქეთი

$64 მლნ

130,941 ტონა

3. ჩინეთი

$46.7 მლნ

59,249 ტონა

4. ლიბია

$25.9 მლნ

20,289 ტონა

5. მალტა

$19.7 მლნ

37,236 ტონა

6. მაროკო

$16,7 მლნ

30,170 ტონა

7. ალჟირი

$12,6 მლნ

10,580 ტონა

8. სინგაპური

$11.8 მლნ

37,932 ტონა

9. არაბთა გაერთიანებული საამიროები

$11.8 მლნ

34,816 ტონა

10. კვიპროსი

$3.5 მლნ

13,164 ტონა

11. სომხეთი

$1.1 მლნ

1,357 ტონა

12. უკრაინა

$941 ათასი

587 ტონა

13. უზბეკეთი

$681 ათასი

342 ტონა

14. საბერძნეთი

$183 ათასი

427 ტონა

15. ყაზახეთი

$100 ათასი

39 ტონა

16. აზერბაიჯანი

$85 ათასი

42 ტონა

17. ყირგიზეთი

$53 ათასი

19 ტონა

18. თურქმენეთი

$37 ათასი

16 ტონა

19. სამხრეთი აფრიკა

$37 ათასი

14 ტონა

20. ბულგარეთი

$29 ათასი

9.8 ტონა

21. ნიდერლანდები

$22 ათასი

19.6 ტონა

22. გაერთიანებული სამეფო

$1.7 ათასი

0.0 ტონა

23. ესტონეთი

$0.2 ათასი

0.0 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები