მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ, ადგილობრივ ექსპორტში ტოგოს წილი გაზარდა

ტოგო

ტოგოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტით საქართველომ $55.3 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ, ადგილობრივ ექსპორტში ტოგოს წილი გაზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელზედაც იანვარ-მარტში ნავთობპროდუქტების $200-მილიონიანი ადგილობრივი ექსპორტის თითქმის მესამედი მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში, პირველ კვარტალში, ჯამში 71 280 ტონა საქონელი გავყიდეთ.

ტოგოს მიმართულებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი წელს თებერვალში დაიწყო, მარტში კი უფრო გააქტიურდა. თვეების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებელი ასეთია:

  • თებერვალი - $19 მლნ, 32 099 ტონა;
  • მარტი - $36.3 მლნ, 39 180 ტონა;

სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირებულებით ტოგო საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების მთავარი ექსპორტიორია, თუმცა მოცულობით პირველი კვარტალის ჭრილში თურქეთში 100 823 ტონა ნავთობპროდუქტები გავყიდეთ, რაც 48.2 მლნ დოლარის ღირებულების იყო.

ტოგოში ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურებამ, საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში დასავლეთაფრიკული ქვეყნის დაწინაურება გამოიწვია. შედეგად I კვარტალის მონაცემებით, ტოგო 3.2%-იანი წილით მეცხრე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით ჯამში საქართველომ 55 მილიონ 482 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნია, რომ გასულ წლებში ტოგოში ექსპორტი მინიმალური იყო და მაგალითისთვის 2025 წლის პირველ კვარტალში $170 ათასს არ აღემატებოდა. წელს ნავთობპროდუქტების გარდა ტოგოში მხოლოდ თებერვალში, მცირე მოცულობით, 116 ათასი დოლარის ღირებულების 4 268 ლიტრი სპირტიანი სასმელები და ასევე 8 700 დოლარის ღირებულების 923 ლიტრი ღვინის რეექსპორტით გავიდა.

ტოგო აფრიკული ქვეყნების განას, ბენინის და ბურკინა-ფასოს მეზობელია, რომელიც გვინეის ყურეზე გადის და რომლის ფართობი 56 785 კვ.მ-ია, მოსახლეობის რაოდენობა კი 8.6 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები