მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში იმპორტი 10%-ით გაიზარდა

6461e063bc394
BM.GE
15.05.23 11:47
524
2023 წლის აპრილის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.09 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტი იყო. საქსტატის თანახმად, იანვარ-აპრილში იმპორტი 4.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი.

აპრილში იმპორტზე უფრო მაღალი ტემპით, 20%-ით გაიზარდა ექსპორტი. თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $498 მილიონის საქონელი გავიდა ექსპორტზე. მთლიანად წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ექსპორტი 1.96 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 23.5%-ით არის გაზრდილი. 

ჯერჯერობით უცნობია, რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი. აღნიშნულ სტატისტიკას საქსტატი 19 მაისს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები