Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მზარდია. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის აპრილში 7 884 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც მარტთან შედარებით 5.2%-ით მეტია.
პუბლიკაციის მიხედვით, გასულ ექვს თვეში, ანუ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, jobs.ge-ზე 41 187 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.4%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა, ვინაიდან 7.4%-იანი საშუალო წლიური ზრდა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.