მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში მშენებლობის ღირებულება წლიურად 4%-ით გაიზარდა

მშენებლობა

საქსტატმა მშენებლობის ღირებულების აპრილის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა ერთწლიან ჭრილში 3.8%-ით გაძვირებული. ანგარიშის თანახმად, უშუალოდ აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ყოველთვიური მატებაა.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით.

მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, საწვავის გაძვირებას უკავშირდება.

"წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტრო ენერგიის ხარჯების კატეგორიის 12.7%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.61 და 1.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 27.4%-ით", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ინდექსი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები