მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 81%-ით, რეისების კი 64%-ით გაიზარდა

645b64fa8f7bf
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 14:05
404
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 81%-ით გაიზარდა.

აპრილში ქუთაისის აეროპორტი ჯამში 122 410 მგზავრს მოემსახურა. მგზავრთნაკადის გარდა, აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც გაიზარდა. აპრილის თვეში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 359-ს მიაღწია.

ოთხი თვის ჭრილში აეროპორტი 375 459 მგზავრსა და 1 213 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 67%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 62%-ით არის გაზრდილი.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. ივნისიდან WIZZ AIR მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები