მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - სად ყიდულობს საქართველო ნავთს?

6098f854876cc
ინგა მურუსიძე
10.05.21 13:40
616
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, 2021 წლის აპრილში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით  ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა)  შედარებით.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, მათ შორის, 2021 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4%  (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) - იტალიიდან.

"2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6%  (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან", - ნათქვამია"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები