მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი გაძვირდა - როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 თვეში?

საწვავი

ბოლო 3 თვეში საქართველოში საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა. "ევრო რეგულარის" ტიპის საწვავის ღირებულებამ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებში 13-19%-ით მოიმატა. 

ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „გალფში“"ევრო რეგულარის" ტიპის საწვავის ღირებულება მაისში არსებული 2.25 ლარიდან 2.69 ლარამდე გაიზარდა. ზრდა 44 თეთრი ანუ 19,5%-ია. 

„ვისოლის“ ქსელში "ევრო რეგულარის" მარკის ბენზინის ღირებულებამ 2.35 ლარიდან  2.72 ლარამდე მოიმატა.  ზრდა 37 თეთრი, ანუ 15.7%-ია. 

ფასმა მოიმატა "სოკარის" ქსელშიც-  "ნანო ევრო რეგულარი" 2.65 ლარი ღირს, რაც მაისში არსებულ ფასთან შედარებით 12.7%-ით, ანუ 30 თეთრით ძვირი მაჩვენებელია.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით,  „რომპეტროლის“ ქსელში "ევრო რეგულარის" ღირებულება 2.65 ლარს შეადგენს. "პეტროლის" ქსელში იგივე მარკის ბენზინის ყიდვა 2.45 ლარად არის შესაძლებელი.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის უდიდესი წილი ისევ რუსეთიდან შემოდის.  მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 449.5 ათასი ტონა  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორცილდა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 77,6 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 11,4 ათასი ტონა - 2%; აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა - 1,7%;  ბელარუსი - 5 ათასი ტონა - 0,9%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები